LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული სასტუმრო „მუზა” ფილარმონიასთან ისევ გაიხსნება

143
ipiccy-image

კოსტავას ქუჩაზე (#27), ყოფილი სასტუმრო „მუზას“ ტერიტორიაზე 4-ვარსკვლავიანი, 23 – ნომრიანი ბუტიკ სასტუმრო შენდება. ამ ეტაპზე, უკვე დასრულებულია გარე სამუშაოები, იწყება ინტერიერზე მუშაობა, რომელიც დაახლოებით ერთ წელში დასრულდება.

საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „რედიქს ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, ლაშა პაპაშვილმა ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ფილარმონიასთან სასტუმრო „მუზა“ 2022 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

სასტუმროს რეკონტრუქცია-მშენებლობასა და მოპირკეთებაზე დაახლოებით 8 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ისტორიული სასტუმროს გახსნის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. ერთ-ერთი ბოლო ვერსიით, „მუზა“ 2021 წლის შემოდგომაზე უნდა გახსნილიყო, თუმცა, სასტუმროს ამოქმედების თარიღმა 1 წლით გადაიწია.

ინფორმაციისთვის, კოსტავას 27-ში, უძრავ ძეგლზე რეკონსტრუქცია-ადაპტაციის პროექტზე სანებართვო მოწმობა პირველად 2009 წლის 16 მარტსაა გაცემული, თუმცა ამ წლების განმავლობაში ვადა 3-ჯერ გაგრძელდა. რატომ მოხდა ობიექტზე 2009 წლიდან ნებართვის ვადის გაგრძელება, ამაზე პაპაშვილი ამბობდა, რომ წლების განმავლობაში თბილისის მერიაში წითელ ხაზებთან დაკავშირებით პრობლემები იყო, შესაბამისად, მშენებლობის გაჭიანურება ამან განაპირობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g