როგორც ჩანს, ანჯელინა ჯოლის ცხოვრებაში კრიტიკულმა პერიოდმა ჩაიარა. 46 წლის მსახიობი სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება გლამურული ჟურნალების გარეკანზე. ასევე ის არაერთ კინოპროექტშიც იღებს მონაწილეობას და რა თქმა უნდა ქველმოქმედებაშიც აქტიურადაა ჩართული.
ანჯელინა ჯოლი Entertainment Weekly-ის გარეკანზე – უახლესი კადრები ფილმიდან „მარადიულები“
სულ ცოტა ხნის წინ ჯოლი ესპანური Elle-ს ოქტომბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა. ის როგორც ყოველთვის, შეუდარებელია. მსახიობი წიგნით ხელში პოზირებს, რომელიც მისი და Amnesty International-ის კოლაბორაციით შეიქმნა. ეს არის ნაშრომი, Know Your Rights (And Claim Them), რომლის შექმნის მიზანიც არასრულწლოვანთა ინფორმირებაა.