LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანი თავის მიწაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს- ილჰამ ალიევი

96

“აზერბაიჯანელი ხალხი და სახელმწიფო აზერბაიჯანის მიწაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს,” – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

„სომხეთ-აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებზე და პრინციპებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სრულად უნდა აღდგეს. გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხი რეზოლუცია უნდა შესრულდეს. ამ რეზოლუციებში ღიად მითითებულია, რომ საოკუპაციო ძალები უპირობოდ უნდა იქნას გამოყვანილი დაპყრობილი მიწებიდან. კონფლიქტის გადაჭრის სხვა გზები არ არსებობს. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა არასოდეს ყოფილა და არასოდეს იქნება მოლაპარაკებების საგანი. აზერბაიჯანელი ხალხი და სახელმწიფო აზერბაიჯანის მიწაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს,“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სრულად და უპირობოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

“რაც უფრო ადრე გაიგებენ სომხეთში ამ რეალობას, მით უფრო ადრე დარეგულირდება კონფლიქტი,“ – განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები