LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ სტურუა: მიაღწიეს თავისას ქართული კულტურის და მეცნიერების მტრებმა – ნაციონალებმა: საქართველო ბურუსივით ქრება კაცობრიობის მეხსიერებიდან!

738
რობიი

მიაღწიეს თავისას ქართული კულტურის და მეცნიერების მტრებმა – ნაციონალებმა: საქართველო ბურუსივით ქრება კაცობრიობის მეხსიერებიდან!, – ამის შესახებ რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“სიმწარე! საქართველოს ნელ-ნელა ივიწყებს მსოფლიო: აღარ ახსოვთ ეს საოცარი მხარე ვის ეკუთვნოდა, აღარც “თბილისო” რას ნიშნავს ავიწყდებათ, “მილიონ, მილიონ ალიხ როზ” ვიღაც რუს მხატვარზე ჰგონიათ, საქართველო პოეტების მხარე რომ იყო, ეღიმებათ – პასტერნაკის ლექსი მოგვწონსო: ”ცვეტ ნებესნი, სინი ცვეტო”; ქართული მაფიას და ბინის გატეხვის ოსტატებს კი ხედავენ,
მაგრამ ქალაქ ატლანტას ჯორჯიელები ჰგონიათ; რუსთაველის ბრწყინვალე ქალებს და შეუდარებელ რაინდებს არაბეთის და ინდოეთის გმირებათ აღიქვამენ; კინოს აღარ ამჩნევენ; თეატრს ზრდილობიანათ თავს უქნევენ; პოლიტიკაზე კი სიცილის კონვულსიები ემართებათ;
გენიალური ხალხური მუსიკა მოწონთ როგორც გადასული დროის, ჩვენ წელთაღრიცხვამდე შექმნილი შედევრები;
მიაღწიეს თავისას ქართული კულტურის და მეცნიერების მტრებმა – ნაციონალებმა: საქართველო ბურუსივით ქრება კაცობრიობის მეხსიერებიდან!

ერთი კია – ქართული რესტორნები! მრავლდებიან და მრავლდებიან!!! ქართული კერძები! მართალია, ზოგიერთი სამხრეთის მეზობლებმა მიითვისეს! მაგრამ ეს არაფერი! ესეც გაქრება და საქართველო “ფ ა ფ უ”! ამაზე სახელმწიფო ფულის გაუნათლებელი ქურდბაცაცები არ ფიქრობენ! მნიშვნელოვანი სავარძლები, აღელვებულთა მიტინგები, დატენილი ტყვიებით არჩევნები გაუთავებელი სექს სკანდალები და GOODBYE!”,- წერს რობერტ სტურუა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g