LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამას შეიძლება პატარა გაუგებრობაც დავარქვათ” – კალაძე ივანიშვილის დაბრუნების მიზეზებს განმარტავს

88

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ “ქართული ოცნების” მეხუთე ყრილობის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის გუნდში დაბრუნების მიზეზი, გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობა იყო.

“ამას შეიძლება პატარა გაუგებრობაც დავარქვათ. მე ყოველთვის ვიმეორებდი და ახლაც გავიმეორებ. როდესაც სხვადასხვა საკითხზე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, ეს არის ნორმალური და ასეც უნდა იყოს. ყველას ერთნაირი მოსაზრება ერთსა და იმავე საკითხზე ვერ გვექნება. თუმცა, ეს ყველაფერი უნდა განიხილებოდეს გუნდის შიგნით და უნდა რჩებოდეს გუნდში. პიროვნული შეურაცხყოფები კატეგორიულად მიუღებელია. ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად დაბრუნდა გუნდში,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე, განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია.

იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატი, კალაძემ კომენტარი არ გააკეთა. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობენ და ამ ეტაპზე, საბოლოო გადაწყვეტილებაზე არ არიან შეჯერებული.

“საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საუბარი ჯერ ადრეა. ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გადაწყვეტილება იქნება მიიღებული,” – განაცხადა კახა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g