LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უდუმაშვილი 14 ოქტომბრის აქციაზე: ეს არის საყოველთაო აქცია, ამაში ყველა დარწმუნდება, როდესაც დაინახავს ხალხის რაოდენობას

76
ზალიკო უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, 14 ოქტომბერს დაგეგმილი აქცია, მხოლოდ პარტიის აქცია არ არის.

მისი თქმით, „ეს არის აქცია ყველა იმ ადამიანის, რომელიც თვლის, რომ დღეს უსამართლობაა ქვეყანაში გამეფებული და ვინც თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და ის უკანონო პატიმარია ვლადიმერ პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის.“

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე საქართველოს მოსახლეობას ელოდება.

„ჩვენ ნამდვილად არ ვუყურებთ ასე, რომელი პარტია მოვა ან რომელი პარტია არ მოვა ამ აქციაზე. ჩვენ ველოდებით საქართველოს მოსახლეობას მათი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, რადგან დღეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ არის საპატიმრო დაწესებულებაში, ის უნდა გათავისუფლდეს.

ოპოზიციის ერთიანობა ყოველთვის კარგია, თუმცა ბუნებრივია, ყველა პარტიას გააჩნია თავისი დღის წესრიგი და თვითონ ირჩევს გზას, რომელსაც უნდა გაყვეს, თუმცა არ ვთვლი, რომ ეს არის კონკრეტული პარტიული აქცია, ეს არის საყოველთაო აქცია და ამაში დარწმუნდება ყველა 14 ოქტომბერს, როდესაც დაინახავს ხალხის რაოდენობას, რომელიც გამოვა რუსთაველზე.

მე პირადად ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება ისეთი, რომელსაც არ შემოუხაზავს ხუთიანი არასდროს და არც აპირებს მომავალში შემოხაზოს და ამ აქციაზე მოდის, რადგან თვლის, რომ უკანონობაა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თბილისში, 14 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, მასშტაბურ აქციას აანონსებს

პოპულარულები