ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის შაქრის მონიტორინგის ავტომატური სისტემების შეძენას გეგმავს.
ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ახლა მიდის ბიუჯეტის საბოლოო პროექტზე მუშაობა ფინანსთა სამინისტროსთან.
„აუცილებლად მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას, რადგან ყველა ვთანხმდებით, რომ აუცილებელია ბავშვების უზრუნველყოფა შაქრის მონიტორინგის ავტომატური სისტემებით, რომელიც სენსორებზეა დამყარებული და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მართვის ხარისხსა და ბავშვის ცხოვრების ხარისხს. ჩვენ ამ საკითხზე თითქმის წელიწადია დაწყებული გვაქვს მუშაობა, მომწოდებლებთან და ექსპერტებთან. ახლა მიდის ბიუჯეტის საბოლოო პროექტზე მუშაობა ფინანსთა სამინისტროსთან. ესაა დაახლოებით 7 მილიონი ლარი. არ მრჩება კითხვის ნიშნები, რომ შევისყიდით და ბავშვები მიიღებენ ამ აპარატებს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
