პოლონელმა სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ავტობუსით არალეგალები გადაჰყავდა.
მამაკაცი აგრესიულობით გამოირჩეოდა, არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, გაეჩერებინა ავტობუსი, რის გამოც სამართალდამცავებს ცეცხლის გახსნა დასჭირდათ, თუმცა არავინ დაშავებულა, – წერს პოლონური მედია.
ავტობუსში, მძღოლის გარდა, 13 არალეგალი აღმოაჩინეს, 11 – ერაყის, 2 კი – თურქეთის მოქალაქე.
42 წლის ქართველს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.