რუსთავის ციხეში ხანძრისას დაღუპული პატიმრები სასადილოში სხვის გადასარჩენად იმყოფებოდნენ, ამის შესახებ ერთ-ერთი ადვოკატი ინტერპრესნიუსს უცხადებს.
როგორც უფლებადამცველი ამბობს, ციხიდან მსჯავრდებულმა ოჯახის წევრს დაურეკა და მომხდარზე უამბო.
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებლებაში ხანძარი გუშინ გაჩნდა
ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.
მომხდარს ორი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა.