LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიმპტომები აღარ მაქვს, აღარც გადამდები ვარ… სწორედ აცრის გამო გადავიტანე კოვიდი იოლად” – უგულავა განმარტებას აკეთებს

191
5432

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა.

მისი გამოსვლა როგორც ყოველთვის ემოციური იყო.

ის აუცილებლად შეჭამს ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები, – მიმართა მან „ქართულ ოცნებას“ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

უგულავას ოპოზიციური გამოსვლა არავის გაუკვირდებოდა, რომ არა მისი კოვიდინფიცირება.

მას კორონავირუსი 7 ოქტომბერს დაუდასტურდა. რასაკვირველია, სოციალურ ქსელში მას ეს ფაქტი შეახსენეს.

აქციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა.

„სიმპტომები აღარ მაქვს, აღარც გადამდები ვარ, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კოსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე ვყოფილიყავი აქციაზე, ხალხთან ერთად. ქოც ტროლ-ბოტ-პროპაგა***ნების საყურადღებოდ:

ასე აღტკინებული მაშინ რომ ყოფილიყავით, როცა აცრის მოწოდების ბანერების ნაცვლად სისხლიან ბანერებს კიდებდა მთავრობა, აშკარად უკეთესი ეპიდსურათი გვექნებოდა.

სასაკლაო მოაწყო ღარიბაშვილმა ქვეყანაში, რომ ანტივაქსერი ქოცამომრჩეველი არ გაენაწყენებინა. სამარცხვინო ხართ და ამორალურები.
მე კი მოგიწოდებთ, მეგობრებო, ავიცრათ.

სწორედ აცრის გამო გადავიტანე კოვიდი იოლად და არც გარშემო არავის გადავდე, რადგან ყველა აცრილი იყო.

აიცერით! აიცერით! აიცერით“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g