LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე: პარტია ხალხისთვის პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, მეორე ტურისთვის პარტიული პოზიცია არ დააფიქსიროს

248
BeFunky-collage (6)

პარტია „ხალხისთვის“ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ პატივი სცეს დემოკრატიულობის პრინციპს და საკუთარ მხარდამჭერებს და მეორე ტურისთვის არ დააფიქსიროს პარტიული პოზიცია, რათა მისმა მხარდამჭერებმა თავად მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება თითოეული მათგანისთვის, მათი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის წარმატების მომტანი,- ეს განცხადება პარტიის „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებულ პოზიციაზე დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

დოლიძემ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და ამასთან, აღნიშნა, რომ მათ ერთპიროვნული და ვიწროპარტიული გადაწყვეტილება არ მიუღიათ და აირჩიეს სრულიად ახალი, დემოკრატიული გზა პარტიული პლებისციტის სახით.

2 ოქტომბრის არჩევნებზე ჩვენმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა სიახლეს, ორპოლუსიანობის დაძლევას, და წინსვლას. პარტია „ხალხისთვის“ არის ახალი პოლიტიკური ძალა, რომლის მიზანია ახალი, მომავლის პოლიტიკის შექმნა. ესაა ხალხის დაკვეთაც, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა თვითმმართველობის არჩევნებმა. სამი თვის პარტიას, რომელსაც ზურგს არ უმაგრებდა დიდი ფინანსური თუ სხვა რესურსი, ათიათასობით ადამიანმა გამოუცხადა ნდობა. ჩვენ არაერთხელ ვუთხარით მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც უზომოდ ძვირფასია ჩვენთვის და რომელთაც უდიდეს პატივს ვცემთ.

სწორედ ამ პატივისცემის გამოხატულება იყო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პარტიის პოზიციის დაფიქსირება. სხვა პარტიების მსგავსად, ჩვენ არ მიგვიღია ერთპიროვნული ან ვიწროპარტიული გადაწყვეტილება. ჩვენ ავირჩიეთ სრულიად ახალი, დემოკრატიული გზა, პარტიული პლებისციტის სახით.

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით თუ სოციალური ქსელებით მივმართეთ ჩვენ ამომრჩეველს, დავურეკეთ 200-ზე მეტ მხარდამჭერს, პარტიის ოფისში პირადად შეხვდით ათობით ადამიანს და მოვისმინეთ მათი პოზიცია. ჩვენი ამომრჩევლები არიან ძალიან მრავალფეროვანი, გონიერი და გაბედული ადამიანები, რომლებსაც აერთიანებთ ერთი მიზანი, ეს არის ცვლილება. თუმცა, ჩვენს ამომრჩევლებში ასევე დიდი ნაწილი არის ისეთი ადამიანი, რომელიც მეორე ტურში წარმოდგენილი კანდიდატებში სისტემური ცვლილებების და განახლების შესაძლებლობას ვერ ხედავს. ისინი წარმოდგენილ არჩევანში რეალურ ალეტრანტივას ვერ ხედავენ.

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ჩვენ მხარდამჭერებს. ეს მუხტი გვაძლიერებს და გვაძლევს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის ძალას, რასაც ნამდვილად აქვს აზრი!“ – აღნიშნულია პარტიის „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ განცხადებაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g