„მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან ძლიერ და მაგარ პოლიტიკურ ფორმაში, ბევრად უფრო ბრძოლისუნარიანი მომეჩვენა და ყველაზე კარგ ფორმაში როდესაც მინახავს მიშა, ასეთი მიშა ვიხილე დღეს,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა კობა ნაყოფიამ რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებისას განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილმა ემიგრანტებს მოუწოდა, რომ მაქსიმალურად ჩამოვიდნენ ამ არჩევნებზე, ამასთან, საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, რომ „იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები, რათა 30 ოქტომბერს არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიპაროს.
„მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მხნედ, შესანიშნავ ფორმაში, ვუთხარი, რომ მისი მშურდა, ცოტა გამხდარია და ამიტომ. არის ძალიან ძლიერ და მაგარ პოლიტიკურ ფორმაში, ბევრად უფრო ბრძოლისუნარიანი მომეჩვენა და ყველაზე კარგ ფორმაში როდესაც მინახავს მიშა, ასეთი მიშა ვიხილე დღეს, ძალიან კმაყოფილი და დამუხტული გამოვედი მისგან დღეს.
ბრძოლა ბოლომდე – ეს არის მისი მთავარი „მესიჯი,“ რომელიც უნდა, რომ ყველას გავაგებინოთ. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იბრძოლოს გამარჯვებამდე, მან ემიგრანტებს მოუწოდა, რომ მაქსიმალურად ჩამოვიდნენ ამ არჩევნებზე.
საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, რომ იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები, რათა 30-ში ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები ვერ მოიპაროს.
ამავე დროს ამბობს, რომ პერმანენტული აქციები აუცილებლად უნდა იყოს. ყველაფერი უნდა იყოს მობილიზებული, რომ 30 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ დამარცხდეს“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს კიდევ ერთი ადვოკატი, კახა წერეთელი დაიცავს