“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნუგზარ წიკლაური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ამბავს იხსენებს, რომელიც ამსტერდამში გადახდა.
“ამსტერდამში უცებ ჩამოგვრჩა და დავკარგეთ. მერე, როცა მივაგენი, ასე იდგა, ყველაზე ხმაურიან ადგილას, შუა ქუჩაში და მაინც მთელ სამყაროს მოწყვეტილი.
მაშინ გადავიღე ეს ფოტო.
– საქართველოში ველაპარაკებოდი ვიღაცასო, – მითხრა.
ახლა უკვე აქ არის, თავის საქართველოში; ასეთი საკვირველი გზებით ჩამოსული, ამ საბედისწერო ბრძოლაში და კვლავ როგორც ჩვენი ბრძოლის მთავარი კაცი.
სანამ ციხეშია, ყველა წესიერი კაცი ციხეშია; გაიმარჯვებს და მთელი საქართველოს გამარჯვება იქნება”,- წერს ნუგზარ წიკლაური.