LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უგულავა: ისე მიდის საქმე, დღეს ოცნება მიშა, მიშას შეძახილებს მიიღებს

570
Untitled design (5)

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ მმართველი პარტია დღეს “მიშა, მიშას შეძახილებს მიიღებს.

ამის შესახებ უგულავა პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს და მას ურთავს ვიდეოკადრს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ქალბატონი საუბრობს და “ქართული ოცნების” აქციაზე ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს.

“ისე მიდის საქმე, რომ დღეს ოცნება აქციაზე მიშა, მიშას შეძახილებს მიიღებს.

ქოცებო, მგონი, ჩაუშესკუს ბოლო მიტინგს გავს დღევანდელი თქვენი აქცია.” – წერს უგულავა.

შეგახსენებთ, დღეს 17:00 საათზე, მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ აქციას, თავისუფლების მოედანზე მართავს.

სწორედ ამ ადგილზე მივიდა ქალბატონი, რომელმაც განაცხადა, რომ ჩამოვიდა გორიდან, არის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი და მის გათავისუფლებას ითხოვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g