LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიმშილობას არ ჰგავს სააკაშვილის აქტივობები, გამოსვლები, ფანჯარაზე შეხტომები – კარგად გამოიყურება: გია ვოლსკი

55
ვოლსკი455655 (2)

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არაფერი ემუქრება და გაცილებით მეტი უფლებით სარგებლობს, ვიდრე სხვა პატიმრებს გააჩნიათ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში გარკვეულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება.

“ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში გარკვეულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ფაქტი არ არის, რომ რეალურად შიმშილობს – კარგად გამოიყურება! შიმშილობას არ ჰგავს სააკაშვილის აქტივობები, გამოსვლები, ფანჯარაზე შეხტომები”.

სახეზეა ვითარების გამწვავების მცდელობა. ვინ დაუშვებს იმას, რომ ნებისმიერ პატიმარს, მით უმეტეს სააკაშვილს, რაიმე ისეთი მოუვიდეს, რომ მისი ჯანმრთელობის დაზიანება მთელი მსოფლიოსთვის სალაპარაკო გახდეს?! გარდა ამისა, ეს ხელისუფლების და იმ სტრუქტურის ხელწერა არ არის, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

სააკაშვილს არავინ არ აწამებს და გასაუპატიურებლად ყავარჯნებით არავინ არ მიადგება

თუკი მის ჯანმრთელობას რაიმე დაემუქრა, მე-18 დაწესებულებაში თუ სხვაგან შესაბამისი დახმარება გაეწევა. ფაქტია, რომ 100-ზე მეტი მნახველი ჰყავდა, მისი ადვოკატები მასთან 60-ჯერ შევიდნენ. ფაქტია, რომ გარკვეულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ფაქტი არ არის, რომ რეალურად შიმშილობს – კარგად გამოიყურება!

როდესაც ადამიანი შიმშილობს, ის შიმშილობის მიზეზს უნდა აცხადებდეს.

მახსოვს ახალგაზრდა, რომელიც ციხეში შიმშილობდა იმის გამო, რომ ხერხემალი დაუზიანეს, ფიზიკური საშუალება არ ჰქონდა, მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ტუალეტში გასულიყო და არ უნდოდა თავისი სერიოზული პრობლემით თანამესაკნეები შეეწუხებინა. შიმშილობდა, რათა ბუნებრივი მოთხოვნილებები არ გასჩენოდა. ეს ის ციხე იყო, სადაც რეჟიმი სააკაშვილმა ჩამოაყალიბა”, – განცხადა გია ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g