LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიის გადაწყვეტილება არის რუსეთის გავლენით მიღებული – თამარ ჩუგოშვილი

73

„სირიის გადაწყვეტილება არის რუსეთის გავლენით და ცუდი რჩევით მიღებული გადაწყვეტილება, არავითარ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს არაღიარების პოლიტიკისთვის რაიმე გამოწვევას, ხარვეზს ან პრობლემას,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დიპლომატიური სამსახურები ძალიან აქტიურად მუშაობენ ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი სტატუსის გამყარებისთვის.

„საქართველოს დიპლომატიური სამსახურები ძალიან აქტიურად მუშაობენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი სტატუსის გამყარებისთვის და პირიქით იმისთვის, რომ ვისაც აღიარებული აქვს, მათაც უკან გაიხმოს ეს აღიარება. ჩვენ, ამ კუთხით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმატებაც გვაქვს მიღწეული. სრულიად ზედმეტი მგონია და ძალიან გულწრფელად ვიტყვი, არასწორი პოლიტიკური სპეკულაციებია ამ რეჟიმის გადაწყვეტილების გამო ქართული დიპლომატიის არაკეთილსინდისიერი შეფასება,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, მან არ იცის რა იყო საბაბი „აღიარება“ ახლა მომხდარიყო, თუმცა განმარტავს, რომ რუსეთი მუდმივად ცდილობს, მოძებნოს ქვეყნები, რომლებზეც გავლენას მოახდენს და „აღიარებინებს დამოუკიდებლობას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g