LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან მედიის წარმომადგენლების გარეშე შეხვედრაზე უარს აცხადებს

101

“მივმართავ აქ შეკრებილ საზოგადოებას, არ მივცემ ამ სისტემას უფლებას, რომ ჩემს შვილს და არა მარტო ჩემს შვილს, ყველა იმ მოკლულ ადამიანს, ჩააფურთხონ სულში,” – ასე მიმართა მთავარი პროკურატურის მიმდებარედ შეკრებილ საზოგადოებას ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.

“მივმართავ ბატონ გიორგი გახარიას, შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის პირები, ვინც დააკავა და მოიტაცა დღეს აქ მოსვლის პერიოდში. 1 საათში ჩემი მეგობრები იყვნენ ჩემ გვერდით! მივმართავ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ გამოუშვას დატუსაღებული ბავშვები, რომლებსაც არ აძლევენ ჩემ გვერდით და მისი მეგობრის გვერდით დგომის უფლებას,

მივმართავ მთელ საზოგადოებას, ქართველებო, 7 საათზე დამიდექით მთელი საზოგადოება მთავარ პროკურატურასთან, რათა დავანგრიოთ ეს სისტემა. დაინგრეს ეს სისტემა!” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ცოტა ხნის წინ ზაზა სარალიძესთან კიდევ ერთხელ გამოვიდა პროკურატურის წარმომადგენელი, რომელმაც გარდაცვლილი მოზარდის მამას შეხვედრა მედიის გარეშე შესთავაზა, რაზეც ზაზა სარალიძემ უარი თქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g