LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში შეპორწიალდნენ, ახლა გამოპორწიალდებიან, ეს არის ცანცარა, ზედაპირული დამოკიდებულება პოლიტიკისადმი – თეა წულუკიანი

310
BeFunky-collage (2)

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მისთვის დეპუტატის მანდატი იმ დღიდან არ არსებობს, როდესაც გაყალბებულ პარლამენტში შეპროწიალდნენ.

ჩარკვიანის აღნიშნული განცხადება, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა შეაფასა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის ცანცარა, ზედაპირული დამოკიდებულება პოლიტიკისადმი.

“არის ასეთი ვერშემდგარი კულტურის მუშაკი თაკო ჩარკვიანი, რომელმაც დღეს თქვა, ასე მითხრეს და მგონი, ასე იქნება, თავად ჯერ ვერ მოვისმინე, რომ ჩვენ რა გვინდოდა ამ პარლამენტში, შევპორწიალდითო. ეს არის მისი ციტატა, ხოდა შეპორწიალდნენ, ახლა გამოპორწიალდებიან…

აბა, რა შეიძლება ამ არასერიოზულობას უპასუხო. ეს არის არა პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ამას აკეთებს, არამედ არის რაღაც ცანცარა, ზედაპირული დამოკიდებულება პოლიტიკისადმი, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი და იმ უმნიშვნელოვანესი ორგანოსადმი, რომელიც არის პარლამენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში. ამიტომაც ამაზე სერიოზული კომენტარი ძალიან მიჭირს. ყველა იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც აგებს პასუხს მომავალი თაობების წინაშე“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები