LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმდინარე თვეში, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება 18.7 % – ით გაძვირდა – ეკონომისტი

71
--2021-09-14-08-47-12-070382

მიმდინარე თვეში, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება 18.7 % – ით გაძვირდა, – ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე აცხადებს. ის საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინფლაციის მაჩვენებლებს ეხმაურება და ამბობს, რომ დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით გაძვირდა:

  1. ბოსტნეული და ბაღჩეული 43%-ით,

  2. ზეთი და ცხიმი 31.6% – ით,

  3. პური და პურპროდუქტები 19.4 % – ით,

  4. რძე ყველი და კვერცხი 18.2 % -ით,

  5. შაქარი, ჯემი და ტკბილეული 18% – ით,

  6. თევზეული 16% – ით,

  7. მინერალური წყალი და უალკოჰოლო სასმელები 13% – ით,

  8. ხორცი 11.2 % – ით,

  9. ხილი და ყურძენი 9.3 % – ით,

  10. ყავა და ჩაი 6.4 % – ით.

„საშუალოდ მიმდინარე თვეში ჩვენი ყოველდღიური (გასტრო ეკონომიკური) ცხოვრება გაძვირდა 18.7 % – ით. თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე ინფლაციის დინამიკას და მზარდ ტენდენციას ( აღნიშნული ფასების ზრდა თავიდან ბოლომდე გამოწვეულია ინფლაციით ), ექსტრაპოლაციური დაპროგნოზებით, დეკემბერსა და იანვარში აღნიშნულ სასაქონლო ჯგუფებზე მოხდება ფასების ზრდა საშუალოდ 16,7 % – ით“, – აცხადებს ეკონომისტი ოთო აბესაძე.

ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g