LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ის რაც დღეს ხდება პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ, პირდაპირ და უპირობოდ შეურაცხყოფს ქართულ მედიცინას” – ზურაბ გურული ტიკარაძეს მიმართავს

1850
BeFunky-collage (14)

“მივმართავ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტებს და პირადად მინისტრს, ის რაც დღეს ხდება პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ, პირდაპირ და უპირობოდ შეურაცხყოფს ქართულ მედიცინას, ქართველ ექიმთა პროფესიულ ინტელექტს, პროფესიულ ღირსებასა და ეთიკას”,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული წერს სოციალურ ქსელში.

“იმედს ვიტოვებ, რომ მხარში ამოუდგებით საქართველოს ომბუდსმენის აპარატს და გააკეთებთ ემოციებისაგან დაცლილ, პროფესიულ განცხადებას პატიმარი პრეზიდენტის შიმშილობასთან დაკავშირებით.

დღეს თქვენ საქართველოსთან ერთად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სამედიცინო საზოგადოებებიც გაკვირდებიან და უმკაცრესი გამოცდა გაქვთ ჩასაბარებელი სამედიცინო დეონტოლოგიაშიც და თავად მედიცინაშიც, ელემენტარულ ადამიანურ ღირსებასა და მოვალეობას რომ არ შევეხოთ.

ასევე იმედს ვიტოვებ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ექსპერტები შეძლებენ იუსტიციის სამინისტროს, პენიტენციალური სამსახურის და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსთა უმსგავსო, არაპროფესიონალურ, ადამიანთა ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის დამაზიანებელი ქმედებების ალაგმვას თავიანთი პირუთვნელი, პროფესიული ვერდიქტების დაფიქსირებით.

გახსოვდეთ, რომ დუმილი ამ შემთხვევაში პროფესიული დანაშაულია!”,- წერს ზურაბ გურული.

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და უკვე 37-ე დღეა შიმშილობს.

სააკაშვილი ამბობს, რომ თამთა დემურიშვილი პირადად შეხვდა და დაარწმუნა, რომ მიეღო ფაფები – ომბუდსმენის მოადგილე

“ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს” – რა ვიდეოს აქვეყნებს პენიტენციური სამსახური

ოპოზიციამ აქციები უკვე გაიმართა სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. პარალელურად, მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან რუსთავის ციხესთან და მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას, ასევე, მის გათავისუფლებას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g