ჰოლანდიაში მიკროავტობუსი ხალხს დაეჯახა, შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ინციდენტი ფესტივალ PinkPop-ის დროს მოხდა. მიკროავტობუსის მძღოლი ადგილიდან მიიმალა. მას სამართალდამცველები ეძებენ.
მომხდარის მიზეზი დგინდება. პოლიცია შეთხვევას ტერაქტის კვალიფიკაციას ჯერ არ აძლევს.