LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიამ შსს მინისტრი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მონაწილეების მფარველობაში დაადანაშაულა

74

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა შსს მინისტრი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მონაწილეების მფარველოვაში დაადანაშაულა. განცხადება მელიამ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე გააკეთა, სადაც პრემიერმინისტრობის და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

“თქვენ პირადად აფარებთ ხელს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მონაწილეებს, სწორედ თქვენ ამბობდით 6 თვის მანძილზე, რომ მკვლელები დაკავებული იყვნენ, ჯერ კიდევ დაუსჯელი რჩებიან აფგან მუხთარლის გამტაცებლები, დაუსჯელი არიან ის ადამიანებიც, რომლებმაც რუსთაველის გამზირზე ჩემს დაკავებაში მიიღეს მინაწილეობა, მოგიტანეთ ფოტოები, იცით სახელები და გვარები, ვინც მონაწილეობა მიიღეს დეპუტატის გატაცებაში და დაუსჯელები არიან,” – მიმართა მინისტრს ნიკა მელიამ.

ბრალდებების საპასუხოდ, შს მინისტრმა განაცხადა, რომ ნიკა მელია სპეკულირებს დეპუტატის იმუნიტეტით.

“უხეშად არღვევდით წესრიგს, პოლიციის მოთხოვნებს არ ემორჩილებოდით. განმეორდება ასეთი, იგივე შედეგი იქნება,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ძალოვანი მინისტრი “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების საქმეზე დასმულ კითხვასაც გამოეხმაურა.

“ის მაინც უნდა იცოდეთ, რომ მუხთარლის საქმეს იძიებს პროკურატურა,” – აღნიშნა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g