LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულისამრევია, სამარცხვინოა, ეს არაა სასამართლო, ესაა ტროიკა – უგულავა

139
BeFunky-collage (4)

7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულ გიგი უგულავას საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. მანამდე სხდომაზე ხმაური იყო, გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის სხდომაზე დასწრებას ითხოვდა.

მას შემდეგ რაც, გიგი უგულავა პროცესიდან გამოაძევეს, მან მედიას განუცხადა, რომ პროცესზე მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური დაკვეთაა.

„იმიტომ, რომ ეს არ არის სასამართლო პროცესი. ადამიანს [მიხეილ სააკაშვილს] სასამართლო პროცესზე მოყვანაზე უარს ეუბნებიან, ადამიანს ეუბნებიან უარს სატელეფონო ზარზე, რაც კანონით გათვალისწინებულია., ეუბნებიან ყველაფერზე უარს – არც შენი ხმა, არც შენი ვიზუალი არ გამოჩნდესო. სასამართლო არის ჩვეულებრივი ტროიკა 1937 წლის… პოლიტიკური დაკვეთაა, აბა, რა?!

იმიტომ, რომ შესციცინებდნენ, რასაც ეტყოდა პროკურორი ჯარჯი ,იმას მერე ლამაზად აფორმებდნენ. გულისამრევია, სამარცხვინოა, ეს არაა სასამართლო, ესაა ტროიკა“, – აცხადებს უგულავა.

ბასილაია მოსამართლეს: ახლავე ატეხეთ განგაში, უზრუნველყავით სასამართლო სხდომის დარბაზში სააკაშვილის მოსვლა

magti 5g