LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახდება თუ არა საველე ჰოსპიტლების ხელახლა გახსნის საჭიროება – ექიმები საგანგაშო პროგნოზს აკეთებენ

80
საველე

გახდება თუ არა საველე ჰოსპიტლების ხელახლა გახსნის საჭიროება, მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ზაფხულის მაჩვენებელს უტოლდება, რის გამოც მედიკოსები საგანგაშო პროგნოზებს აკეთებენ და მოსახლეობას კვლავ რეკომენდაციების შესრულებისა და აცრისკენ მოუწოდებენ.

“დაიწყო ბუსტერების პროცესი და ეს ძალიან კარგია. ასევე დაიწყო 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების აცრა. ესეც გარკვეულ წარმატებულ შედეგს გამოიღებს,” – ექიმი დევი ტაბიძე.

მედიკოსების განცხადებით, ვაქცინაციის წყალობით ვითარების მცირეოდენი განვითარების მიუხედავად არსებული მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ჰოსპიტალური სექტორი გადაიტვირთება.

“კიდევ და კიდევ უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა ამ სტრესული სიტუაციიდან გამოსავლის,” – აცხადებს ნოდარ ჩიმაკიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები