LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ საპროტესტო პერფორმანსში მონაწილე ტორესა მოსი დააკავეს

183
ტერესა მოსი

მწერალი და ტელეწამყვანი ტერესა მოსი, რომელიც „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ მიერ თელავში გამართულ პერფორმანსში მონაწილეობდა დააკავეს. ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, აქცია-პერფორმანსის დროს პოლიციამ 10 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრებსა და პოლიტიკოსებს საქართველოს დიდ ქალაქებში მდებარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობების შესასვლელები მანქანებით ჰყავდათ ჩახერგილი.

„დაუმორჩილებლობის აქტის“ მონაწილეები მოთხოვნაა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, 2%-იანი ბარიერი , რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე და სახელმწიფოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

ზურაბ ჯაფარიძის მანქანა სუსის შესასვლელიდან ევაკუატორით გადაიყვანეს – 6 ქალაქში „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრები დაუმორჩილებლობის აქტს მართავენ