ზურაბ ჯაფარიძის პარტიაში „გირჩი-მეტი თავისუფლება“ აცხადებენ, რომ მჩხიბავს შსს-ზე ჯადო გააკეთებინეს.
მათივე თქმით, მჩხიბავი სტელა სტამბოლიდან ჩამოიყვანეს და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით დაგეგმეს ჯადო.
პარტიის მოთხოვნა, იმ პოლიტიკოსების გათავისუფლებაა, რომლებიც უკანონოდ დააკავეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აცხადებენ, რომ ჯადოს არ მოხსნიან.