LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები მეტრო “ავლაბრიდან” ბარათაშვილის დაღმართის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

73
foto

ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები მეტრო “ავლაბრიდან” ბარათაშვილის დაღმართის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. ადგილზე შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა.

აქციის მონაწილეები მტკვრის ორივე სანაპიროზე გადაკეტავენ საავტომობილო გზას. აქცია ტრანსპარანტებით “თავისუფლება მიშას” და “არ მოკლა” მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია განმარტავს, დღევანდელი აქტივობა ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალია, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავდება.

როგორც ნიკა მელიამ მსვლელობის დაწყებამდე განაცხადა, ყოველდღიური ბრძოლა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g