LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: როგორი იქნება Apple-ის ავტომობილი

76
applecar

ბრიტანელმა დიზაინერებმა ფირმიდან Vanarama, Apple-ის პირველი ავტომობილის თავისეული ვარიანტი წარადგინეს. არადა მოდელის შესახებ თავად ტექნოგიგანტი არანაირ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. მოდელის ვიზუალი ბრიტანელთა ფანტაზიის შედეგი ნამდვილად არ არის და რეალურ პატენტებზეა აგებული, ავტორებმა იმ დოკუმენტების ნომრებიც მიუთითეს, რომელიც დეტალების დახატვის დროს გამოიყენეს.

დღევანდელ რეალობაში, როდესაც ბაზარზე კროსოვერები მეფობენ, ავტომობილის ფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სხვა დეტალები კი, რომელთა პატენტებიც ჯერ არ არსებობს, Apple-ის სხვადასხვა გაჯეტების სტილშია შესრულებული. საბურავის დისკები, ლოგოტიპი და ოპტიკა მთლიანად დიზაინერთა გამოგონებაა.

სალონში განათავსეს ერთადერთი გიგანტური ეკრანი, სადაც ინფორმაციას მძღოლი და მგზავრები მათთვის მოსახერხებელი მეთოდით გამოიტანენ.

რაც შეეხება თავად Apple-ს, ბრენდი Toyota-სთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა მომავალი სიახლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ არ ვრცელდება. გავრცელებული ჭორებით, Apple-ის პირველი სერიული ავტომობილის წარმოება შესაძლოა უკვე 2024 წლიდანაც დაიწყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები