LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში შემოვიდა მონოკლონური ანტისხეულები, მედიკამენტები, რომელსაც აქვს მაღალი ეფექტიანობა, უკვე განაწილდა კლინიკებში: გაბუნია

58
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კოვიდ-19-თან ბრძოლის მიზნით, გერმანიის მთავრობის დონაციით საქართველოში მონოკლონური ანტისხეულები შემოვიდა.

თამარ გაბუნიამ ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ კლინიკური ჯგუფი ახალი მედიკამენტების დანერგვაზე აქტიურად მუშაობს.

მისივე თქმით, ის მედიკამენტები, რომლებიც კოვიდის სამკურნალოდ არის რეკომენდებული, ქვეყანაშია:

“კლინიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს ახალი მედიკამენტების დანერგვაზე.

მონოკლონური ანტისხეულები ქვეყანაში შემოვიდა გერმანიის მთავრობის დონაციით. ეს მედიკამენტები უკვე განაწილდა კლინიკებში და მათ აქვთ შესაძლებლობა, პაციენტს – შესაბამისი ჩვენებით, შესთავაზონ ეს მედიკამენტი, რომელსაც აქვს მაღალი ეფექტიანობა.

გართულებების პროგნოზული რისკი თუ მაღალია, ამ შემთხვევაში, საწყის ეტაპზევე კეთდება მონოკლონური ანტისხეული და მოსალოდნელია, რომ გამოსავალი უკეთესი იქნება.

გრძელდება რემდესივირის ადმინისტრირებაც, ვარიციდინებიც არის ქსელში, ანუ ის მედიკამენტები, რაც რეკომენდებულია კოვიდის სამკურნალოდ, ყველაფერი არის და ამ მიმართულებით, ვფიქრობთ, რომ მუშაობა უფრო ინტენსიური გახდება.” – განაცხადა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g