მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 17 წლის ქალიშვილი ახალ მწვერვალებს იპყრობს. დევა კასელი უკვე არაერთი გლამურული ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა.
ამჯერად გოგონა, Glamour-ის ესპანური გამოცემის დეკემბრის ნომრის სტუმარია. ფოტოობიექტივის წინაშე დამწყები მოდელი „დიორის“ ღია კრემისფერ კაბაში პოზირებდა.
„ბარბის თოჯინას ჰგავს“, „შეუდარებელია, ორივე მშობელს ჰგავს“, – წერენ კომენტარებში.