LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედა სიმდაბლისა” – საქართველოში უნიკალური ხატი დაიწერა, რომელიც ქრისტიანობის ისტორიაში პირველია

2577
243190866-2986021301714761-6530609410823338350-n

ჯვართამაღლების ტაძრის ინიციატივით, დაიწერა უნიკალური ხატი, „დედა სიმდაბლისა”. არსობრივად, ხატი გადმოსცემს ღვთისმშობლის უმნიშვნელოვანეს სათნოებას, სიმდაბლეს. ეს პირველი ამგვარი ხატია ქრისტიანობის ისტორიაში.

„ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უმთავრესი სათნოება, რომელშიც გამოვლინდა მისი რწმენა, ღვთისადმი ერთგულება და სიყვარული, არის სიმდაბლე. ასევე, ეს არის უმნიშვნელოვანესი თვისება ღმერთისა – ღმერთი თავად არის სიმდაბლე. იგი მოვიდა ადამიანად და განაცხადა ,,ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლმა სწორედ ეს სათნოება მოიპოვა თავის თავში. ის არის ღვთის დედა, ანუ სიყვარულის დედა, მაგრამ საქმეში გამოვლინებული – დედა სიდაბლისა,“ – აღნიშნავს ტაძრის წინამძღვარი, მამა თეოდორე გიგნაძე.

ხატის იდეის ავტორია ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელმსახური, მამა საბა თავაძე, მასვე ეკუთვნის ხატის სახელწოდებაც და მასზე აღბეჭდილი თითოეული მოძრაობა, დინამიკა, გამომეტყველება, ფერები; ხოლო შემსრულებელია ხატმწერი, ლაშა დარბუაშვილი.

https://www.youtube.com/watch?v=j1h3VgZqV5M

ხატის დედანი გაგზავნილია საქართველოს პატრიარქის რეზიდენციაში. ხატს აქვს უდიდესი რელიგიური და კულტურული ღირებულებაც, გარდა იმისა, რომ მის მთავარ ასლთან, რომელიც ჯვარტამაღლების ტაძარშია დაბრძანებული, უამრავი მლოცველი მოდის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან (ხატი მიჩნეულია სულიერი ცხოვრების მოსურნეთა შემწედ), ის გასცდა საქართველოს ფარგლებს და უკვე ჩაბრძანებულია ათონის წმინდა მთაზე, ვატოპედის მონასტერში და კვიპროსში, ლიმასოლის ეპარქიაში. ასევე, ხატს გამოხმაურება აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g