LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინაიდან სააკაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო, უნდა გათავისუფლდეს და შესაძლებლობა მიეცეს, მისი ჯანმრთელობის აღდგენა თავისუფლებაზე მოხდეს: ადვოკატი

490
1

“ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ის უნდა გათავისუფლდეს და მიეცეს შესაძლებლობა, რომ თავისუფლებაზე მოხდეს მისი ჯანმრთელობის აღდგენა.” – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

გიული ალასანია შვილზე: “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, მაგრამ ეს ისევ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, იცით ვისზეც არის”

ადვოკატის თქმით, სააკაშვილს თავისუფლად მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს და მას ასევე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ  ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღოს:

“ნორმალურ ქვეყანაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ ადამიანს მისცემდნენ თავისუფალ მდგომარეობაში მკურნალობის საშუალებას და არა იმ მდგომარეობაში, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ახლა იმყოფება. ნორმალურ ქვეყანაში ადამიანის გათავისუფლებაც კი ხდება, როდესაც ის წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდება. წამება და არაადამიანური მოპყრობა მის ჯანმრთელობასა და მორალურ მხარეზე უკვალოდ ვერ ჩაივლის.

ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ის უნდა გათავისუფლდეს და მიეცეს შესაძლებლობა, რომ თავისუფლებაზე მოხდეს მისი ჯანმრთელობის აღდგენა და თავისუფლად მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.

ყველა განაჩენი, რომელიც მის მიმართ არსებობს, არის პოლიტიკურად მოტივირებული და აქ რაღაც ვარაუდებზე არ ვსაუბრობ.

როდესაც ფორმალურად, მაგრამ ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენა და დაჭერა მოხდა იმიტომ, რომ მან თავი არ დაანება პოლიტიკას, ამაზე მაღალი სახის მტკიცებულება არ არსებობს. ეს ადასტურებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური მოტივაციით დევნილი ადამიანი.

სააკაშვილს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომელმაც შექმნა თანამედროვე საქართველო, როგორც სახელმწიფო და ამ ქვეყანაში ინსტიტუციები ააშენა.” – თქვა საძაგლიშვილმა.

“გავესაუბრები და შემდეგ მოგახსენებთ” – ადვოკატი აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, როგორია სააკაშვილის პოზიცია თავისუფლების პირობებში მკურნალობაზე

magti 5g