LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სამედიცინო ექსპერტიზა იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ასეთი პრაქტიკა სწორია, მაშინ უნდა გათავისუფლდეს: გრიგოლ გეგელია

296
გრიგოლ გეგელია

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „თუ სამედიცინო ექსპერტიზა იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ასეთი პრაქტიკა სწორია, მაშინ უნდა გათავისუფლდეს“. როგორც „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას გეგელიამ აღნიშნა, მსგავს საკითხში უპირატესი ექიმების აზრი უნდა იყოს და ამას პოლიტიკოსები არ უდნა წყვეტდნენ.

ვინაიდან სააკაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო, უნდა გათავისუფლდეს და შესაძლებლობა მიეცეს, მისი ჯანმრთელობის აღდგენა თავისუფლებაზე მოხდეს: ადვოკატი

ჩვენი წინასწარმეტყველება ახდა… სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, საკმაოდ მარტივი სცენარია და კლინიკაში მისი გადაყვანის შემდეგ ეს მოსალოდნელი იყო: ირაკლი კობახიძე

„როგორც არა მარტო პოლიტიკოსისთვის, არამედ ადამიანისთვის, ვინც ცდილობს შეხედოს სიტუაციას და გაიგოს რა არის აქ სწორი და როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, მივიჩნევ, რომ ყველაზე მართებულია ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც არის აპრობირებული წესიერ ქვეყანაში, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად იქნას განხილული ეს საკითხი, თუ სამედიცინო ექსპერტიზა იტყვის, რომ ხსენებული მსჯავრდებულის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ასეთი პრაქტიკა არის სწორი, მაშინ, რა თქმა უნდა, ასე უნდა მოხდეს ისევე, როგორც ნებისმიერის შემთხვევაში უნდა მოხდეს. ხდება ხოლმე ასე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ახლა არავის არ გამოუგონია. ასეთი პრაქტიკა არსებობს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამ კითხვას პოლიტიკოსი ვერ უპასუხებს, ვინც ყოველ შემთხვევაში ექიმი არ არის. აქ, ამ ქვეყანაში ყველაფერი პოლიტიკურია იმიტომ, რომ გავერანებული სექტა, გაჯიუტებული ბავშვები მართავენ ქვეყანას, თორემ ექიმის აზრი უნდა იყოს უპირატესი“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g