საფრანგეთში გადაწყვიტეს, რომ 2023 წლიდან საცირკო წარმოდგენებში ცხოველები აღარ გამოიყენონ. აქამდე კი მსგავს შოუებში მრავლად იყვნენ ვეფხვები, ლომები, დათვები და სხვა ცხოველები.
აღსანიშნავია, რომ 7 წლის შემდეგ ცირკებს ცხოველების საკუთრებაში ყოლაც კი აეკრძალებათ და ეს კანონი შეეხება აბსოლუტურად ყველა სახეობას, მათ შორის წყლის არსებებსაც.
კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, გაიზრდება სასჯელის ზომაც. ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობაში დამნაშავე პირები შესაძლოა ციხეში 5 წლით აღმოჩნდნენ, ჯარიმის ოდენობა კი 75 ათასი ევრო იქნება.
საინტერესოა, რომ მსგავსი აკრძალვა გერმანიაში 2017 წელს მიიღეს და 2018 წლიდან ცირკებმა ცხოველები შთამბეჭდავი ჰოლოგრამებით ჩაანაცვლეს.