მექსიკაში პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქებას 19 ადამიანი ემსხვერპლა, 40-მდე ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.დაღუპულთა შორის 4 მხანძრე და 2 პოლიციელია.
ინციდენტი ტულტეპეკის მუნიციპალიტეტში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველ აფეთქებას რამდენიმე წუთში, როდესაც ადგილზე სამაშველო ბრიგადები მივიდნენ, მეორე ძლიერი აფეთქება მოჰყვა. ამ მომენტისთვის ადგილზე მეხანძრეები, მაშველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები მუშაობენ.
https://twitter.com/GuidoGma/status/1014932412764180481?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1014932412764180481&ref_url=https%3A%2F%2Fimedinews.ge%2Fge%2Fmsoflio%2F68877%2Fmeqsikashi-piroteqnikis-qarkhanashi-apetqebas-20mde-adamiani-emskhverpla
ცნობისთვის, ტულტეპეკის მუნიციპალიტეტი პიროტექნიკის წარმოებით არის ცნობილი. უსაფრთხოების ზომების დარღვევის გამო, კი მსგავსი ტრაგედიები საკმაოდ ხშირად ხდება. ბოლო აფეთქება ივნისის ბოლოს მოხდა. მაშინ ინციდენტს ორი ადამიანი შეეწირა, 6 კი დაშავდა.