თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინფორმაცია შევიდა ერთ-ერთი თვითმფრინავის ბორტზე ნაღმის არსებობის შესახებ. მედიაში გავრცელებული ცნობით, ამასთან დაკავშირებით, კიევიდან ჩამოფრენილ მგზავრებს დამატებითი შემოწმება ჩაუტარდათ.
უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით ღამის 12 საათისთვის დაჯდა. მგზავრებისთვის არ განუმარტავთ, თუ რატომ მოხდა მათი შეფერხება და ბარგის დამატებითი შემოწმება.