მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ და 2008 წლის ომთან დაკავშრებით არსებული ჩანაწერი განათლების სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს.
პარტია “დროა” და სამოქალაქო მოძრაობები “სირცხვილია” და “შეცვალე”, განათლების უწყებასთან აღნიშნული სახელმძღვანელოს სასკოლო პროგრამიდან ამოღებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ვიდრე პროფესიონალები მუშაობას არ დაიწყებენ, სახელმძღვანელო პროგრამიდან უნდა ამოიღონ:
“ეს არის პირდაპირი მიზანი, რომ მომავალ თაობას ტვინი გამოურეცხონ. ეს არის ისტორიის გადაკეთების მცდელობა. ვიდრე პროფესიონალები არ დაიწყებენ ამაზე მუშაობას და ფართო დისკუსიები არ გაიმართება, ეს სახელმძღვანელო უნდა ამოიღონ პროგრამიდან”, – განაცხადა “სირცხვილიას” ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა.
აქციის მონაწილეების თქმითვე, ამ სახელმძღვანელოს საშუალებით, სახელმწიფო დონეზე მოხდება იმ შინაარსის გავრცელება, რომელსაც კრემლი ავრცელებს, რა, მათივე თქმით, დაუშვებელია.
შეგახსენებთ, პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 5 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს ფოტოები. ერთ-ერთ პარაგრაფში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციაა ასახული.
პროტესტი ეხება ქვეთავებს, რომელიც აგვისტოს ომს, “ვარდების რევოლუციას” და ბიძინა ივანიშვილს ეხება.
ამავე თემაზე:
აქ ერთი დიდი შეცდომაა, ივანიშვილზე ქველმოქმედი კი არა „გველმოქმედი“ უნდა ეწეროს: შალვა ნათელაშვილი
როგორც გვასწავლიდნენ ბელადებზე, ისეა ახლაც – საბჭოეთი არსად წასულა ამ სისტემისგან: ხათუნა სამნიძე