სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას არ პასუხობს.
შეიწყალებთ თუ არა მიხეილ სააკაშვილს, – მედიის ამ კითხვის პასუხად პრეზიდენტმა ჟურნალისტებს სთხოვა დისტანცია დაიჭირონ.
ცნობისთვის, მოქმედმა პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარი არ არის და როგორც სხვა პატიმრები, ვერ ისარგებლებს სამოქალაქო კლინიკით, რადგან ეს შესაძლო საფრთხეებთან არის დაკავშირებული რისი დაზღვევაც მისი აზრით, ურთულესია.
მანვე აღნიშნა, რომ ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოეპყრობიან პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს და ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილის ღირსება დაცული უნდა იყოს, ზურაბიშვილის სიტყვებით, “მისივე ქცევის მიუხედავად”.