ლონდონში გახმაურებული მიუზიკლის „მამა მიას“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა. ეს გახლავთ 2008 წელს გადაღებული ფილმის გაგრძელება, სადაც მაყურებელი საყვარელ გმირებს ისევ შეხვდება. იქამდე კი პირველ კინოჩვენებას ფილმზე მომუშავე შემოქმედებითი ჯგუფი სრული შემადგნელობით დაესწრო. მათ შორის იყვნენ მერილ სტრიპი, კოლინ ფერტი, ლილი ჯეიმის, ამანდა სეიფრიდი, შერი და სხვა ვარსკვლავები.
მერილ სტრიპი ლურჯი ფერის კაბაში მივიდა პრემიერაზე და ფანებთან უამრავი ფოტოც გადაიღო, კლასიკურ შავ პიჯაკსა და შარვალში იყო გამოწყობილი ამანდა სეიფრიდი, პირს ბროსნანი და კოლინ ფერტი პრემიერაზე მეუღლეებთან ერთად, ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ. სამაგიეროდ ეულად იპიზიორა წითელ ხალიჩაზე შერიმ, რომელიც ასაკის მიუხედავად, ფანტასტიკურად გამოიყურება. პრემიერას „აბბას“ მუსიკოსებიც ესწრებოდნენ.
ახალ ფილმში, რომელიც ეკრანებზე ამ ზაფხულს გამოდის, მაყურებელი საყვარელი გმირების წარსულის შესახებ უფრო მეტს შეიტყობს. ლილი ჯეიმსი ფილმში ახალგაზრდა მერილ სტრიპს განასახიერებს, შერი კი მერილ სტრიპის დედის როლში გვევლინება.