„ქართული ზაფხული ბლექ სი არენაზე“ – ამ ეგიდით, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, 2018 წლის 4-28 აგვისტოს, შეკვეთილში მდებარე არენაზე გაიმართება 6 კონცერტი, სადაც ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას.
ვნახოთ, როგორი კონცერტები გველოდება შავი ზღვის სანაპიროს საუკეთესო დარბაზში.
4 აგვისტო, გიორგი მიქაძის პროექტი „ვოისა“. მისი პრემიერა 2017 წელს შედგა, აშშ-ში, ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში, სფეის შიგტ ლაბში, შემდეგ კი პეკინში. ეს არის უნიკალური პროექტი, სადაც ქართული ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკალური მიმართულებების სინთეზს შეხვდება მსმენელი. ამ პროექტით, შეიძლება ითქვას, უცხოელები გაიცნობენ თანამედროვე ქართულ კულტურას და ჩვენს წარსულსაც, ამიტომაც შეგიძლიათ საქართველოში მყოფი უცხოელი სტუმრები თამამად დაპატიჟოთ ვოისაზე. გიორგი მიქაძესთამ ერთად მონაწილეობს ოლ სტარ ბენდი აშშ-დან და ანსამბლი ბასიანი.
11 აგვისტოს, ქართულ ზაფხულს არენაზე გააგრძელებს ანსამბლ შვიდკაცას 20 წლის იუბილე. რეპერტუარი უკვე შედგენილია და მაყურებელს არაერთი სიურპრიზი ელოდება. ანსამბლი მსმენელის წინაშე საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება მაყურებლისთვის ცნობილი და საყვარელი სიმღერების გაორკესტრებული ვერსიებით. საღამოს სპეციალური სტუმარია რვა „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი თეიქ სიქსი, რომელიც საკუთარ კომპოზიციებთან ერთად ქართულ სიმღერასაც ამზადებს მსმენელისთვის. კონცერტი შვიდკაცას ძალიან საინტერესო სიურპრიზით გაიხსნება.
16 აგვისტოს, არენის სცენას დაიკავებს ქართული ესტრადის ლეგენდა, ნანი ბრეგვაძე და გაიმართება მისი შემოქმედებითი საღამო. ღონისძიების განსაკუთრებული მონაწილეა, „გრემის“ მფლობელი ამერიკელი მესაყვირე, კრის ბოტი, რომელიც რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებს, მათ შორის, ქალბატონ ნანისთან ერთად. საღამოს მონაწილეები არიან საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნინო ქათამაძე, სტეფანე მღებრიშვილი.
19 აგვისტო, ნინო ქათამაძის სოლოკონცერტი, ფერისცვალების დღესასწაულის აღსანიშნავად. განსაკუთრებული მუსიკალური ფერებით დატვირთული საღამო, საუკეთესო კომპოზიციები და ძველი მელოდიების ახალი ვერსიები მაესტრო ნიკოლოზ რაჭველისგან, ეროვნული სიმფონიური ორკესტრისგან და ნინო ქათამაძისგან.
24 აგვისტო, 20 წელი „სახესთან“ ერთად. ჯგუფ „სახის“ სოლოკონცერტი, ნოსტალგიური მელოდიები ახლო წარსულიდან და ახალო ჰიტები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის იქმნება. ახალი ალბომის პრეზენტაცია სახის ახლად შექმნილი ბენდის, მოცეკვავეებისა და სახის სტუდიის უნიჭიერეს მომღერლებთან ერთად. სპეციალური სტუმარი, „ფოეთრი ენ მოუშენის“ წევრი, მაიკლ უილიამსი.
28 აგვისტო, პირველად, არენის სცენაზე, ქართული მიუზიკლი, „ჩხიკვთა ქორწილი“, ლეგენდარული ანსამბლისგან, „ივერია“! ალექსანდრე ბასილაიას უკვდავი მელოდები, მიუზიკლი, რომელზეც თაობები გაიზარდა, ღონისძიება, რომელიც საქართველოში 800-ჯერ ჩატარდა, განახლებული მონაწილეებით და ნაცნობი კომპოზიციების საინტერესო ვერსიებით.
ქართულ ზაფხულს არენაზე, „ბლექ სი არენასთან“ ერთად, წარმოგიდგენთ, „ჩექ ინ ჯორჯია“.
ყველა კონცერტი ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს!
გენერალური სპონსორი: „საქართველოს ბანკი“
მედიაპარტნიორები: რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „O.K.“, ტელეკომპანია „იმედი“, marketer.ge, ambebi.ge