ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძე დაიკითხება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11:00 საათზე გაიმართება.
პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენებას ბადრი ჯაფარიძე მისცემს.
გასულ სხდომაზე მამუკა ხაზარაძე დაიკითხა.