ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას 2019 წლის 18 ივნისიდან იკავებდა. წლის ბოლოს კი მინისტრის სავარძელს სხვა ჩაიბარებს, ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს და ვინ აიღებს პასუხიმგებლობას იყოს ჯანდაცვის მინისტრი პანდემიის დროს.
9 დეკემბერს, მანამ სანამ გადადგომის თაობაზე გააკეთებდა განცხადებას, საზოგადოებას შეახსენა, რა გაკეთდა ჯანდაცვის სამინისიტროში ბოლო სამი წლის განმავლობაში და სამედიცინო სფეროს მადლობა გადაუხადა.
საინტერესოა, როგორ შეიცვალა ტიკარაძის ქონება ბოლო სამი წლის განმავლობაში.
მოქმედმა მინისტრმა დეკლარაცია ბოლოს აგვისტოს შეავსო და მიმდინარე წლის 13 სექტემბერს ჩააბარა.
დეკლარაციის მიხედვით, ეკატერინე ტიკარაძის მეუღლის ბიძინა კაკაბაძის სახელზეა მანქანა mercedes G 300 D, რომელიც 2009 წელს არის შეძენილი 13000 დოლარად.
ასევე მისი მეუღლის სახელზე ფიქსირდება 2018 წელს 7000 დოლარად შეძენილი BMW R100 RT მოტოციკლი და 2020 წელს შეძენილი BMW- მარკის მოტოციკლი. დეკლარაციის მიხედვით ის 9000 დოლარად არის შეძენილი.
კობახიძე, თალაკვაძე, სერგეენკო - ვინ სახელდება ტიკარაძის შემცვლელად და ვინ თქვა უარი ჯანდაცვის მინისტრობაზე
სკანდალური საკოორდინაციო საბჭოს მესამე დღეს კი ჩვენ მოვისმინეთ ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილება წასვლასთან დაკავშირებით.
ბიძინა კაკაბაძის სახელზეა ასევე ავტომობილი toyota camri, რომელიც 2009 წელს 13000 დოლარად შეიძინა. დეკლარაციაში მითითებულია, რომ აღნიშნული ავტომანქანა გასხვისდა 2021 წლის თებერვლის თვეში.
მინისტრი თბილისში როდენის, N 5-ში 760 კვ.მ-ის ბინაში ცხოვრობს. ბინა შეძენილია 2009 წელს 110 000 დოლარად. დეკლარაციის მიხედვით ეკატერინე ტიკარაძე ბინის 35 %-ს ფლობს.
მისი მეუღლის სახელზე ფიქსირდება მცხეთაში,სოფელ ცხვარიჭამიაში 1549 კვ.მ მიწის ფართობი, რომელიც 08.08.2016 წელს 10 000 ლარად არის შეძენილი.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მინისტრობის პერიოდში 2020 წელს მისმა შემოსავალმა 60 300 ლარი შეადგინა.
მისი მეუღლის 2020 წელს შემოსავალმა კი, რომელიც შპს „ჰაუსფაქტორის“ 33,4%-იანი წილის მფლობელია და მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს – 3 000 ლარი შეადგინა.
ბიძინა კაკაბაძე ასევე არის შპს „სადას“ დირექტორი.
ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას მიმდინარე წლის ბოლომდე დაიკავებს.