LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეოლინა გორდელაძე ერში წმინდანივით იღვწოდა: „თვითონ სიმსივნეს ებრძოდა და შეკვეთილი წირვა ჩემს მეუღლეს დაუთმო…“

1172
teolinagordeladze

ჟურნალი „სარკე“ ვრცელ სტატიას უძღვნის 4 შვილის დედას, თეოლინა გორდელაძეს, რომელიც მცირე ხნის წინ სიმსივნით გარდაიცვალა. ის გარდაცვალებამდე 40 დღე შიმშილობდა და ქიმიის გადასხმაზეც უარი თქვა. მისი შეკვეთით დამზადდა ხატი, რომელიც ავტორიც თეოდორე ჯაფარიძე გახლავთ.

თეოლინას შესახებ საუბრობს ოთარ ნიკოლაიშვილი, ის პირველი გახლდათ, ვინც ამჟამად წმინდანად შერაცხილ სალოს ბერზე, მამა გაბრიელზე ალაპარაკდა და მასზე წიგნებიც გამოსცა.

4 შვილის დედა, ხატმწერი თეა გორდელაძე გარდაიცვალა: „ბოლო 40 დღე იშიმშილა და სრულიად განწმენდილი წარდგა უფლის წინაშე…“    

ოთარ ნიკოლაიშვილი:

„ქიმია იმიტომ არ გაიკეთა, რომ ეშინოდა, ამ მკურნალობას მის გონებრივ მდგომარეობაზე არ ემოქმედა. ღვთის სათნოდ უნდოდა, ტკვიილები დაეთმინა და ტკივილის დროსავ ღვთის მადლიერი ყოფილიყო… ხედავდა, რომ ქიმია მხოლოდ ცოტაოდენად თუ გაუხანგრძლივებდა სიცოცხლეს. 40 დღე იშიმშილა და სრულიად განწმენდილი წარდგა ღვთის წინაშე… თეოლინას სიცოცხლე უყვარდა. რაც შეეძლო, იზრუნა თავის ჯანმრთელობაზე, როგორც ლოცვით, ასევე სულიერების მხრივ. ექიმებთანაც დადიოდა და წამლებსაც იღებდა. ბოლო პერიოდში არ ვიცი, ექიმებს არა გამოეპარათ, მაგრამ ოპერაციაც თითქოს დაგვიანებული იყო და ქიმიის დაწყებაც. ალბათ, სხვა მდგომარეობა რომ ჰქონოდა, გაიკეთებდა ქიმიას, მაგრამ ამბობდა, ახლა ამას რაღა აზრი ექნებაო…

ვინმემ რომ მკითხოს, რას ვუწოდებდი მას, ვეტყოდი, რომ ეს იყო მოწყალე თეოლინა. მარტო ჩემი ოჯახისთვის რაც აქვს გაკეთებული, ისიც იქნება საკმარისი, მაგრამ სხვებისთვისაც უამრავი სიკეთე გაუკეთებია. მის ახლობლებსა და ნათესავებს არ ვგულისხმობ, არამედ უცხოებს… თავად როცა უჭირდა, მაშინ ახერხებდა სხვების დახმარებას. ჩემი მეუღლე სექტემბერში კოვიდით გარდაიცვალა. თეოლინა მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძოდა როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. ის შეუთანხმდა მცხეთის სამთავროს მონასტერში მოღვაწე მამა მირიანს, რომ ჯანმრთელობისთვის ჩატარებულიყო მის სახელზე შეკვეთილი წირვა. წირვის ჩატარებამდე ორი დღით ადრე გაიგო, რომ ჩემი მეუღლე რეანიმაციაში გადაიყვანეს. მძიმე მდგომარეობაში მყოფმა, ჩემთან შეთანხმების გარეშე, მამა მირიანს სთხოვა, შეკვეთილი წირვა მის ნაცვლად ჩატარებულიყო ნანას სახელზე. ეს მამა მირიანისგან გავიგე…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g