რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „რას უსმენენ ცნობილები“ მსახიობი და ტელეწამყვანი ეკა ჩხეიძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ მუსიკალურ პრიორიტეტებსა და საყვარელ კომპოზიციებზე ისაუბრა.
ბავშვობაში, სახლში სულ მესმოდა კლასიკური მუსიკა და თითქოს ჩემთვის ძალიან ახლობელი გახდა. დედა მუსიკოსი მყავს, ვიოლინოზე უკრავს. ჩემი დაც ბავშვობიდან უკრავდა. ჩემი დის საათობით მეცადინეობა ჩემთვის ტანჯვა იყო.
სულ მომწონდა ვიოლინო, თუმცა, ზარმაცი ვიყავი და ვერ დამითანხმეს, რომ მევლო და მესწავლა. ის ყველაზე რთულად დასაკრავი ინსტრუმენტი მგონია და ტექნიკური მხარის გამო ძალიან მეზარებოდა დაკვრის სწავლა.
ჩემი და კონსტანტინე ვარდელის მოსწავლე იყო. ვარდელის დაბადებიდან 80 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე ჩემი და მოიწვიეს და ვივალდის summer დაუკრა თბილისის კონსერვატორიაში. ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა, ცრემლებამდე ვუსმენდი და პირველად დამწყდა გული, რომ მე ვერ შევძელი ეს ყველაფერი გამეკეთებინა. ვივალდი ბავშვობიდან სულ მესმოდა და ჩემთვის ძალიან ახლობელი და საყვარელი სიმღერაა.
7. Antonio Vivaldi-summer
– როგორ მოირგეთ ტელეწამყვანის როლი? იფიქრეთ შემოთავაზებაზე თუ პირდაპირ დათანხმდით?
პანდემიის დროს შემომთავაზეს, როცა ყველაფერი გაჩერებული იყო. ტელევიზიაში ვმუშაობდი გამხმოვანებლად, თუმცა ტელეწამყვანობაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ისეთ დროს შემომთავაზეს ტელეწამყვანობა, რომ უარის თქმაზე არც მიფიქრია.
დედაჩემი უკრავდა და სხვანაირად მიყვარს. კლასიკას უპირატესობას ვანიჭებ, რადგან უკვდავი და უცვლელია, არასდროს მბეზრდება და არ ძველდება.
6.Itzhak Perlman: Brahms – Violin concerto in D major, Op. 77
სკოლის ასაკში ვუსმენდი ,,ბითლზებს”, ,,როლინგ სტოუნზს”. იმ დროს ეს მუსიკა არ იყო ხელმისაწვდომი. ,,პინკ ფლოიდის” ფირფიტა მქონდა. იმ დროს მსგავსი ფირფიტების ქონა დიდ პრივილეგიად ითვლებოდა. ფირფიტებს ერთმანეთში ვცვლიდით, ძალიან ვუფრთხილდებოდით. ეს პერიოდი დღეს კარგად მახსენდება. დღემდე ჩვენს ოჯახში ამ მუსიკის კულტია. ჩემს მეუღლესაც ძალიან უყვარს და ჩვენ შვილებსაც შევაყვარეთ.
5. Love Is All You Need – Beatles
პატარა ბავშვი კლასიკური მუსიკის მოსასმენად არ დაგიჯდება. ეს კლასიკური ნაწარმოები „ტომი და ჯერი“-შია გამოყენებული. ჩემმა შვილმა იცოდა ამის შესახებ და დაიზეპირა, რადგან ,,ტომი და ჯერის” ეს სერია ბევრჯერ ჰქონდა ნანახი.
4. Wolfgang Amadeus Mozart – Piano Concerto No.21 – Andante
„იბსენის ნორა“ არის ასეთი პიესა. სპექტაკლში ნორას ვთამაშობდი. ამ სპექტაკლზე მუშაობის პროცესი ძალიან მომწონდა. ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი როლი იყო. ეს მელოდია აღნიშნულ სპექტაკლშია გამოყენებული. იმ პერიოდის შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა, ეს ნაწარმოები ჩემთვის ძალიან საყვარელია. მახსენებს ამ სპექტაკლზე მუშაობის დროს.
3. A. Piazzolla. Libertango
ჩემთვის პავაროტი ძალიან ნიჭიერი ადამიანია. მას ღმერთმა აჩუქა საოცარი ნიჭი.
2. Bryan Adams & Luciano Pavarotti – ‘O Sole Mio
-რამდენად ხშირად უსმენთ ამ კომპოზიციებს?
– როცა რამე ისეთს ვაკეთებ, როდესაც ყურადღების გადატანა მინდა, ან მანქანას ვმართავ, ყოველთვის ვუსმენ ამ კომპოზიციებს.
იყო ფრანგული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ხუთი მსახიობი შეგვარჩიეს. დანიელ არიომ სინთეზური პროექტი გააკეთა. ამ პროექტში მნიშვნელოვანი სიტყვა კი არა ქმედება იყო. მსახიობები ვმღეროდით კიდეც. იმ პერიოდში ვუსმენდი ჰამლეტ გონაშვილის სიმღერას „დაიგვიანეს“. ლუჩანო პავაროტიზე ვსაუბრობდი და მინდა ვთქვა, რომ ჰამლეტ გონაშვილი ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.