დანია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც ამერიკული კომპანია Merck-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის სამკურნალო აბების „მოლნუპირავირის“ გამოყენება დაუშვა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის კირსტინ მოლ ჰარბოუს განცხადებით, გადაწყვეტილება კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდება.
ხელისუფლება ვარაუდობს, რომ „ომიკრონ“ ვარიანტი კოპენჰაგენში მიმდინარე კვირას დომინანტი გახდება.
ახალი კვლევის შედეგები: მედიკამენტი “მოლნუპირავირი” დელტა შტამის წინააღმდე ეფექტიანია
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც კოვიდმედიკამენტის გამოყენება დაიწყო.
მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია “მერკი” თავის ოფიციალურ გვერდზე ადასტურებს მონაცემებს, რომელიც სტატისტიკურად გამყარებულია კვლევებით – 29 დღის შედეგის მიხედვით, დადასტურებულია, რომ თუ პაციენტები იღებდნენ “მოლნუპირავირს”, მათი გართულებების მაჩვენებელი იყო 7.4%, მაშინ როდესაც იმ პირებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, ანუ პირები, რომლებიც “მოლნუპირავირს არ იღებდნენ”, 14.1% გახლდათ გართულებებისა და სიკვდილის მაჩვენებელი.