ღეს ნაძვის ხის ხმას უფრო გაიგებენ, ვიდრე ხალხისას, – ასე ეხმაურება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ აქციას.
აღნიშნული განცხადება სამხარაძემ “მთავარი არხის” კითხვის – გაიგებს თუ არა დღეს ხელისუფლება ხალხის ხმას, პასუხად გააკეთა.
“ვერანაირად ვერ შევაფასებ, პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოში არ არის. ეს არის ჩემი პასუხი…”- თქვა სამხარაძემ.
ცნობისთვის, დღეს, თავისუფლების მოედანზე, 18:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია გაიმართება.
ვიდეო: მივაწვეთ ბოლომდე, არავის მაჩანჩალა ჩვენ არ ვართ – სააკაშვილმა პალატიდან თეთრი ზეწარი ააფრიალა
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები თბილისში აქციაზე დასასწრებად რეგიონებიდანაც გამოემგზავრნენ