„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები თბილისში დღეს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად აჭარიდან და გურიიდან ორგანიზებულად გამოემგზავრნენ. ისინი შეკვეთილში, „ბლექ სი არენასთან“ შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.
„თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც დღეს არის იუბილარი. ვულოცავ მას ამ დღეს. სამწუხაროდ, ცხოვრებაში პირველად ის საპყრობილეში ხვდება იუბილეს. ჩვენ მივდივართ დღეს დაგეგმილ აქციაზე, ვუერთდებით სოლიდარობის ნიშნად და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.
ვთანხმდებით იმაზე, რომ მიშას ციხეში ჯდომა „ქართულ ოცნებისა“ და რუსეთის გარდა, არავის არ უხარია. მიშა უნდა იყოს ამ ქვეყნის განვითარების და აღმშენებლობის წინა პლანზე. ის მალე დატოვებს საპყრობილეს. ჩვენ ცოტა ამინდმა შეგვიშალა ხელი ორგანიზებულობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აჭარის რეგიონიდან არ ვიქნებით ძალიან ბევრი. დაახლოებით 2 000 ადამიანი მივდივართ აჭარიდან“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბონდო თედორაძემ.
ცნობისთვის, დღეს, თავისუფლების მოედანზე, 18:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია გაიმართება.
ვიდეო: მივაწვეთ ბოლომდე, არავის მაჩანჩალა ჩვენ არ ვართ – სააკაშვილმა პალატიდან თეთრი ზეწარი ააფრიალა