LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 წელში სამშენებლო მასალები თითქმის 20%-ით გაძვირდა

80
VanSchendel-Construction-741x418

მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2021 წლის III კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, 1.8 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 2.7 პროცენტიანი მატებით, რამაც 1.59 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

საქსტატის ცნობითვე, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 14.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 19.6 პროცენტიანი ზრდით, რაც 11.07 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g