LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რითი ჰგავს ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილს – „ფაქტია, ამგვარი პრაქტიკა ამართლებს“ – თამთა მეგრელიშვილი

270
Untitled design - 2021-12-27T131249.790

იურისტი თამთა მეგრელიშვილი ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილის დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, აზარაშვილი საკუთარი გამოცდილებითა და საჭირო კომპეტენციით შეირჩა.

„პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის ახალი მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.

ამ პოზიციაზე ზურაბ აზარაშვილი საკუთარი გამოცდილებითა და საჭირო კომპეტენციით შეირჩა.
კარგი სამუშაო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ის საჭირო კადრი და ძლიერი მენეჯერია.
იკავებდა რა არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობას, მაგალითად: ბოლო პერიოდში იყო “დელტას” და “თბილავიამშენის” ხელმძღვანელი.
დღეს ჯანდაცვა ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას, ცოვიდ 19 დასამარცხებელია, ამას გარდა არის შიდა სისტემური მართვის პრობლემებიც რომელიც სათანადო და დროულ რეაგირებას მოითხოვს.

წარმატებებს ვუსურვებ ზურაბ აზარაშვილს, იმედია ის მთელ თავის რესურსს სწორად წარმართავს და არსებული პრობლემების დროულ გადაწყვეტას მოახმარს.

მინაწერი: ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი საიდ ჯავიდი ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნამდე იყო ფინანსთა მინისტრი, შს მინისტრი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობის მდივანი, ბიზნესის და ინოვაციების საკითხებში სახელმწოფო მდივანი და ასევე იყო კულტურის და სპორტის მდივანი.
კითხვაზე – ჯანდაცვის სფეროში გაამართლებს თუ არა მენეჯერი, ზურაბ აზარაშვილის სახით?!
ფაქტია, ამგვარი პრაქტიკა ამართლებს.“ – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

„იგი არის ექიმის ოჯახში გაზრდილი, ჰყავს ხუთი შვილი“- პრემიერმა ჯანდაცვის ახალ მინისტრად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა

„იგი არის ექიმის ოჯახში გაზრდილი, ჰყავს ხუთი შვილი“- პრემიერმა ჯანდაცვის ახალ მინისტრად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g