საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება. ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი პრემიერ-მინისტრმა დღეს დაასახელა.
„იგი არის, ექიმის ოჯახში გაზრდილი, ჰყავს ხუთი შვილი, ვფიქრობ, რომ იქნმება წარმატებული მინისტრი“ – განაცხადა პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრის წარდგენისას.
ამ დრომდე, ზურაბ აზარაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ჯანდაცვის მომავალი მინისტრი მანამდე ტერაბანკში, “კორ-სტანდარტ ბანკსა” და “ქართუ ბანკში” სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
ზურაბ აზარაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს ნბობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, მისთვის აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობა დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
“მადლობა პრემიერს იმ უდიდესი ნდობისთვის, რაც ჩემ მიმართ გამოიჩინა.
ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა,მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერისა და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას“, – განაცხადა აზარაშვილმა.